„იუვენტუსში“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჩაიშალა, ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოში“ მიდის, რაც ალვარო მორატას ათავისუფლებს. ტურინში გადაწყვიტეს, რომ ედინ ჯეკოს არ დაელოდონ, რომლის გადმობარგება „რომაში“ არკადიუშ მილიკის გადასვლაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ეს გარიგებაც ჩიხში შევიდა.
ამიტომაც, „იუვენტუსში“ გადაწყვიტეს, რომ ფსონი ალვარო მორატაზე გააკეთონ. ესპანელი სავარაუდოდ ტურინში დღეს ჩავა და ხვალ დილით J მედიკალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ესპანელი „იუვენტუსს“ იჯარით დაუბრუნდება, რომლის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მის გამოსასყიდად დამატებით 45 მილიონი ევრო იქნება გადასახდელი.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ ასევე იჯარით 2014-2016 წლებში თამაშობდა და 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა.