მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 161)

თეგის არქივი: იუვენტუსი

შჩესნი: “ასე თამაში კარგი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვემ“ ბევრად უკეთ უნდა ითამაშოს, რადგან ეს ხარისხი გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი არ არის. „ვიმუშავეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, დაცვის ფაზაში და კიდევ უფრო შეტევაში, რადგან ხანდახან ზედმეტად უკნიდან ვთამაშობთ, როცა 1:0-ს …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “იუვეს” ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნები თავგანწირვით მიიღწევა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ სერია A-ში გოლი 513-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. იტალიელმა ნახევარმცველმა „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „გოლი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაკლდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ამ მომენტით ვისიამოვნე. შედეგით კმაყოფილი ვარ, გუნდითაც, წლის ასე დასრულება კარგია. ყველა თამაში წინა მატჩისგან განსხვავდება, თუ უფრო მეტის …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე დიბალასა და დე ლიხტზე: “ზოგიერთს აგენტი უფრო აინტერესებს, ვიდრე კლუბი”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალა და მატიას დე ლიხტი ირიბად გააკრიტიკა. მან იტალიურ მედიასთან მათზე დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი აგენტზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე კლუბზე და უფრო მეტად აგენტი აინტერესებენ. „კლუბის ფინანსური მდგრადობის თაობაზე ვმუშაობთ. ფეხბურთი ისეთი ინდუსტრიაა, როგორც სხვა სფეროები. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კმაყოფილი ვიქნები, თებერვალში ოთხეულთან ამაზე დიდი ჩამორჩენა თუ არ გვექნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან რამდენიმე უშუალო კონკურენტს ეთამაშება. „კაპელოს რეკორდის გამეორება? დიდი სიამოვნებაა, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებ. ფეხბურთელებზეა დამოკიდებული დამასაჩუქრებენ თუ არა, ამით. კინმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა მარცხენა …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” წელი გამარჯვებით დაასრულა და “ატალანტასთან” ჩამორჩენა შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა და წლის ბოლო შეხვედრაში „კალიარის“ 2:0 მოუგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ისევ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, მაგრამ შეზღუდული რესურსის მიუხედავად სარდინიულ გუნდს სძლია. ეს ადვილად არ გაუკეთებია, მაგრამ მთავარი შედეგი იყო. მე-40 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის პასით მოიზე კინმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. კინი მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2021 წლის ბოლო მატჩის წინ, რომელმაც მისი გუნდი შინ „კალიარისთან“ გამართავს, პრესკონფერენცია გამართა. „წლის ბოლო თამაში დელიკატურია, რადგან წინ შვებულებაა და ყველა ფიქრობს საჩუქრებზე, მაგრამ ახლა მნიშვნელობა მხოლოდ „კალიარისთან“ მატჩს აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ახლაა. „კალიარის“ თავდამსხმელები, …

სრულად წაკითხვა »

“ლიდსი” მაკკენის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ვესტონ მაკკენის გადაბირება „ლიდს იუნაიტედს“ სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელით პირადად მარსელო ბიელსაა დაინტერესებული და ინგლისელები მზად არიან იანვარში „იუვეს“ 24 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტურინელთა პასუხი ამ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდნენ. მიმდინარე სეზონში მაკკენიმ 15 მატჩში 2 გოლის გატანა …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “დე ლიხტი მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის და თვითონაც ასე ფიქრობს”

მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელად და „იუვენტუსის“ დასატოვებლად. რაიოლა მიიჩნევს, რომ დე ლიხტის იმავე აზრზეა. „ის მზად არის ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ვფიქრობ, თვითონაც ასე ფიქრობს. იტალიაში ამბობენ: ღმერთსა და ეშმაკს თაყვანს ვერ სცემ, არჩევანი უნდა გააკეთო. მეც ჩემს ფეხბურთელებთან მიმართებაში …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “მეორე წრეში შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ და პატარა გუნდებთან ქულები არ უნდა დავკარგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა „ბოლონიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი მცველის განცხადებით, ახლა „კალიარის“ დამარცხებაა საჭირო, მერე კი ახალი წლიდან მეორე წრეში შედეგები ბევრად უნდა გააუმჯობესონ. „ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეგვიძლია მომატება, შეტევის წამოწყებაში, დღეს კი დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. „ბოლონიას“ ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონია, …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. „საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს, როცა ისე ვთამაშობთ, როგორც დღეს, თავგანწირვით, ტექნიკურად და ბევრს დავრბივართ, შედეგი მოდის. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის არ გვაქვს და სტაბილურობა გვჭირდება, …

სრულად წაკითხვა »