მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩის წინ

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2021 წლის ბოლო მატჩის წინ, რომელმაც მისი გუნდი შინ „კალიარისთან“ გამართავს, პრესკონფერენცია გამართა.

„წლის ბოლო თამაში დელიკატურია, რადგან წინ შვებულებაა და ყველა ფიქრობს საჩუქრებზე, მაგრამ ახლა მნიშვნელობა მხოლოდ „კალიარისთან“ მატჩს აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ახლაა. „კალიარის“ თავდამსხმელები, კეიტა, ჟოაო პედრო და პავოლეტი მეათე ადგილის ქვემოთ მყოფი გუნდების თავდამსხმელებში საუკეთესოები არიან, ნახევარდაცვაშიც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თი ფიქრობთ, რომ ხვალ ადვილი თამაში იქნება, ცდებით. ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სახლში შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს.

„ბოლონიასთან“ ვინც ითამაშა, ისინი ხვალინდელი მატჩისთვისაც მზად არიან. დე შილიო და ბენტანკური კარგად არიან, ხვალ გავაკეთებთ შეფასებებს, გასათვალისწინებელია, რომ კუადრადო დისკვალიფიკაციის ზღვარზეა. ლოკატელიმ მიმდინარე სეზონში ბევრი ითამაშა, არტური დაბრუნდა, შესაბამისად ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. რაიოლამ დე ლიხტზე თქვა, რომ ახალი ნაბიჯისთვის მზადაა? დიახ, ეს ნაბიჯი ის იქნება, რომ ხვალ გოლს გაიტანს. არ მინახავს მისი ინტერვიუ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დე ლიხტი იზრდება, კარგად თამაშობს, მხოლოდ 22 წლისაა და ზრდა კიდევ შეუძლია, ეს მისი მიზანი უნდა იყოს. შემდეგ კი ვნახოთ სატრანსფერო ბაზარზე რა მოხდება.

წინ ორი მნიშვნელოვანი თვე გვაქვს და გავიგებთ, მეოთხე ადგილთან ახლოს ვიქნებით თუ დავშორდებით. შეიძლება ითქვას, ჩვენთვის სეზონის ბედი მომდევნო ორ თვეში წყდება. თუმცა, ხვალინდელი მატჩიც მნიშვნელოვანია, თორემ „ბოლონიასთან“ მოგებას აზრი დაეკარგება. ფიზიკურად უკეთ ვართ.

ბალანსი უნდა შევინარჩუნეთ, საგოლე მომენტების რეალიზაციის ფაზა მოსამატებელია. კმაყოფილი ვარ ბოლონიაში მატჩით, მაგრამ ხვალინდელი მატჩი რთულია, რადგან დღესასწაულებამდე ბოლო თამაშია და „კალიარის“ ბოლო ორი თამაში წაგებული აქვს. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა მოვიგოთ.

შემადგენლობა კარგია, ივნისამდე ამ შემადგენლობით ვითამაშებთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. დიბალას ახალი კონტრაქტი? ამის შესახებ ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია, ვიცი, რომ ისინი პაულოს აგენტს შეხვდნენ და ვიცი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მას არ უვარჯიშია და რისკზე წასვლას არ ვაპირებთ, ხვალ არ ითამაშებს, ისევე როგორც ვერ ითამაშებენ დანილო, კიეზა და კიელინი. ისინი გუნდს 30 დეკემბერს დაუბრუნდებიან. რემზი ისევ ვერ ვარჯიშობს.

გულშემატკივრები რთულ მომენტებში ჩვენთან ახლოს იყვნენ. ხვალ მათ კარგი თამაშით უნდა გადავუხადოთ სამაგიერო. კინი? ხვალ ითამაშებს, მისით კმაყოფილი ვარ, რადგან „ბოლონიასთან“ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა. ასევე კმაყოფილი ვარ სხვებითაც, ქულების მოპოვების სურვილი გვაქვს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „კალიარის“ მატჩი 21 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …