მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 140)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მარკიზიო: “იუვე” შეიცვალა, ამ გუნდის მჯერა”

კლაუდიო მარკიზიო ტურინის „იუვენტუსის“ პროგრესზე საუბრობს. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის აზრით, ეს ახალი წლის დაწყებიდან შეინიშნება და მას სჯერა, რომ ამ „იუვეს“ უფრო მეტი შეუძლია. „იუვე“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიცვალა. მათ ფული დახარჯეს (ეს მართალია!), მაგრამ პროგრესიც იყო. ამას ადასტურებს სატურნირო ცხრილი და გარკვეული შედეგები. რა თქმა უნდა, მათ უკეთესად თამაშიც …

სრულად წაკითხვა »

კანსელო: “იუვეში” მოლოდინი რომ ვერ გავამართლე, ჩემი ბრალია და არა მწვრთნელის”

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ჟოაო კანსელომ, რომელიც ბოლო ორი სეზონია შესანიშნავ ფორმაშია, ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩის წინ „იუვენტუსში“ გატარებული სეზონი გაიხსენა. მისი თქმით, ტურინში მისი წარუმატებლობა მწვრთნელის ბრალი არ იყო და დამნაშავე თვითონაა, რადგან მაშინ მხოლოდ სიამოვნებასა და გართობაზე ფიქრობდა. „იუვენტუსში“ განსხვავებული თამაშის სტილი მქონდა, უბრალოდ გართობა და ფეხბურთით ტკბობა მინდოდა. ეს …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “ატალანტა” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში ბერგამოს „ატალანტას“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს. 92 – დანილომ 91:37 წუთზე გაიტანა და ეს „იუვენტუსის“ ყველაზე გვიანი გოლია 2021 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც პაულო დიბალამ „უდინეზეს“ 92:50 წუთზე გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მაშინ პაულოს საგოლე პასი დანილომ …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში სტუმრად „ატალანტას“ დაუზავდა და ქულა დანილოს ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – მალინოვსკის დარტყმა ბრწყინვალეა, მაგრამ მან ტრაექტორიის წაკითხვა ვერანაირად მოახერხა. დანილო 7 – ბოგას ასე თუ ისე, აკონტროლებს, მაგრამ შედევრი 92-ე წუთზე მოვიდა, როცა ანგარიში გაათანაბრა. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “კედელი ვარ? მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და კარს ვიცავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ატალანტასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გოლებთან ერთად, ის პაულო დიბალას უფრო მეტ სათამაშო სივრცეს უქმნის. „კედელი ვარ? ჩემ საქმეს ვაკეთებ, კარს ვიცავ. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან „ატალანტა“ ძალიან ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “უახლოეს კვირებში კონტრაქტის განახლებებზე ვიმუშავებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან ალვარო მორატას, პაულო დიბალასა და დუშან ვლაჰოვიჩის შემტევ სამეულსა და ასევე კონტრაქტების განახლებაზე კომენტარი გააკეთა. „თუ ალეგრიმ ხელახლა ამჯობინა მორატა, დიბალა, ვლაჰოვიჩის ტრიოთი თამაში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კმაყოფილია და აფასებს სამივე ფეხბურთელის თავდადებას. მორატა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, ის თავს სწირავს და სამეულისთვის …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “იუვეში” ბედნიერება ვიპოვე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ასეთი ბედნიერი არცერთ გუნდში არ ყოფილა, სადაც აქამდე უთამაშია. „ბოლომდე ვიბრძოდით, ყველანაირად ვცდილობდით მოგებას, მაგრამ უშუალო კონკურენტთან ფრე, სტუმრად, დასაშვები და ნორმალურია. უნდა მოვუმატოთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ყოველთვის ახლოს ვიყავით მათ კართან და ვერ გავიტანეთ. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ძალიან კარგად ვითამაშეთ და რომ წაგვეგო, სამწუხარო იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და რომ წაეგოთ, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. „სამწუხარო იქნებოდა ასეთი კარგი თამაში რომ წაგვეგო. რეალიზაციის ფაზაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ბოლო პასები არაზუსტი იყო. ბოლოს კი კაპიტულაციის საფრთხის წინაშე ვიყავით. მეორე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დანილომ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ ესტუმრა და ამ მატჩის წაგების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ჯერ დუშან ვლაჰოვიჩს და მერე პაულო დიბალას ცოტა დააკლდათ გოლის გასატანად. თუმცა, შემდეგ „ატალანტაც“ კარგად ათამაშდა და თამაში გათანაბრდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უგოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ატალანტასთან” მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი მატჩია, თუმცა არა გადამწყვეტი. „მეოთხე ადგილისთვის უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, ეს მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი. რთული შეხვედრა იქნება, რადგან „ატალანტამ“ ბოლო წლებში აჩვენა, რომ ოთხეულის გუნდია. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, იტალიის თასიდან გავარდნის …

სრულად წაკითხვა »