მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 120)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ვეტერანი მსაჯი: “ბასტონიმ ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაარღვია, პენალტი იყო და არა ჯარიმა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩში მთავარი არბიტრის მასიმილიანო ირატის მუშაობა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ტაიმის დასაწყისში დენის ზაკარიაზე ალესანდრო ბასტონიმ თამაშის წესი საჯარიმოში დაარღვია და პენალტი უნდა დანიშნულიყო. „53-ე წუთზე ირატიმ ბატონის მხრიდან ზაკარიაზე ჯარიმა დააფიქსირა, მაგრამ გასარკვევი იყო წესი საჯარიმოში დაირღვა თუ მის გარეთ. …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “მსაჯები შედეგებზე გავლენას აშკარად ახდენენ, ლაუტარო უნდა გაეგდოთ”

ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ლაუტარო მარტინესი პირველ ტაიმში წითელ ბარათს იმსახურებდა. „ლაუტარო მსაჯს უნდა გაეძევებინა. მეორე ჯარიმაზე აშკარად დააგვიანა, ყვითელი იყო. ჯერ კიდევ მიკვირს VAR-ს როგორ იყენებენ. თუ მსაჯი არ აფრთხილებს, ვიდეორეფერმა უნდა უთხრას, რომ ყვითელია. ამგვარად შედეგზე გავლენას ახდენენ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 31-ე ტურში მილანის „ინტერთან“ შინ 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ჩალჰანოღლუს პენალტზე მისი სასწაული დე ლიხტმა და VAR-მა გაანადგურეს, მეორედ იგივე სასწაული ვეღარ მოახდინა. დანილო 6 – ნორმალური თამაში, კუადრადოს ზურგს უმაგრებდა. დე ლიხტი 5 – დომინირებს, დომინირებს, დომინირებს, მაგრამ სწორედ …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “დიბალას “ინტერში” წარმოდგენაც არ მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წარმოდგენაც არ უნდა, რომ არგენტინელმა „ინტერში“ ითამაშოს. „დიბალა „ინტერში“? ეს, ის კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავისთვის არ დამისვამს და თავიდან ავირიდებდი. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ პაულოს მუშაობით და დარწმუნებული ვარ, ის სეზონს კარგად დაასრულებს. ყველამ გავიზიარეთ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “თამაშის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაირღვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, თამაშის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა. „კმაყოფილი ვარ ჩემი და გუნდის თამაშით. შესანიშნავად ვითამაშეთ, ისე, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, სამწუხაროდ გოლი დაგვაკლდა. დღეს მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. პენალტის დროს შეცდომა დავუშვით, ასე იყო „ვილიარეალთანაც“. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ამ გუნდს მომატების პოტენციალი აქვს, “ინტერთან” მხოლოდ გოლი დაგვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და მხოლოდ გოლი დააკლდა. „მსაჯობა? მოდით თავი ავარიდოთ იმას, რაც საჭირო არ არის. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ გუნდის თამაშზე, ბევრი მომენტი შევქმენით, კარისკენ ბევრჯერ დავარტყით, დასანანია, რომ წავაგეთ, რადგან კარგი „იუვენტუსი“ იყო. მომატების …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სერია A-ში წაუგებელი სერია შეწყვიტა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია (12 მოგება, 4 ფრე) შეწყვიტა და ეს „დიდ იტალიურ დერბიში“ მოხდა. 2 წლის შემდეგ პირველად ბოლომდე შეივსო „ალიანც სთედიუმი“, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თავის ქომაგებს იმედი გაუცრუვა, რადგან დაუძინებელ მტერთან 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო შინ და თან სკუდეტოსთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. ამიერიდან, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეოთხე ადგილი უნდა გავიმყაროთ, დიბალა “ინტერთან” ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც ალექს სანდრო. „ვნახოთ გუნდი როგორ კონდიციაში იქნება. კიელინი კარგადაა, რომელიც მანამდე დაგვიბრუნდა. ბონუჩი სათადარიგო სკამზე იქნება, მაგრამ ის დაბრუნდა. ზაკარიაც გამოჯანმრთელდა, ისევე, როგორც ალექს სანდრო. ალექს სანდრო ძირითადში …

სრულად წაკითხვა »

ელკანი: “საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ “იუვე” მწვერვალზე დაბრუნდეს”

„იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა Exor-ის კრებაზე კლუბის აქციონერებს მიმართა და განაცხადა, რომ კლუბისთვის ბოლო პერიოდი რთული იყო, მაგრამ ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ „იუვე“ ისევ მწვერვალზე დაბრუნდეს. „სიძნელეებმა ხაზი გაუსვეს ფეხბურთის სტრუქტურულ სისუსტეს იტალიასა და ევროპაში. ანდრეა ანიელიმ, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სექტორის სტრუქტურულ და მმართველობით რეფორმებს, რათა ის უფრო სამართლიანი …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “იმედი მაქვს, რომ აპრილის ბოლოს დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. თავდაპირველი ინფორმაციით, ვესტონს მიმდინარე სეზონში ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ის შესაძლოა აპრილის ბოლოს სათამაშოდ მზად იყოს. „ამ მომენტში ჩემი მიზანი ტრავმის მოშუშება და გუნდთან ერთად დაბრუნებაა. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ცხადია, არის ბევრი ფაქტორი, რაზეც ჩემი დროული …

სრულად წაკითხვა »