მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ძალიან კარგად ვითამაშეთ და რომ წაგვეგო, სამწუხარო იქნებოდა”

ალეგრი: “ძალიან კარგად ვითამაშეთ და რომ წაგვეგო, სამწუხარო იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და რომ წაეგოთ, ძალიან სამწუხარო იქნებოდა.

„სამწუხარო იქნებოდა ასეთი კარგი თამაში რომ წაგვეგო. რეალიზაციის ფაზაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ბოლო პასები არაზუსტი იყო. ბოლოს კი კაპიტულაციის საფრთხის წინაშე ვიყავით. მეორე ტაიმიც ისეთივე კარგი იყო, როგორც პირველი. „ატალანტას“ საგოლე შეტევა ჩვენი შეცდომით დაიწყო, როდესაც ვლაჰოვიჩმა არაზუსტი პასი გააკეთა. მალინოვსკიმ ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ ჩემს გუნდს ბოლომდე სჯეროდა, არაჩვეულებრივი თამაში იყო.

მაკკენიმ და რაბიომ სივრცეები გაუხსნეს მორატას და დიბალას. ყველამ კარგად ითამაშა, ტექნიკურად სასიამოვნოდ კარგად. მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, ვიცით, რომ ჩვენი კონკურენტი „ატალანტაა“. ზაკარიამ რატომ არ ითამაშა? მან ზედიზედ ორი მატჩი ჩაატარა, თანაც, მაკკენი კარგ ფორმაშია, სივრცეებს კარგად ავსებს. ახლა გვაქვს პერიოდი, როცა ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და ჩემთვის სამწუხაროა ვინმეს სათადარიგო სკამზე დატოვება, მაგრამ მეორეს მხრივ, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, კარგად ითამაშებს.

ვლაჰოვიჩი? ის 22 წლისაა, „იუვეში“ ახლახან მოვიდა, უნდა ისწავლოს, რომ თამაშების დროს არ ინერვიულოს, როცა არ გამოსდის იმის გაკეთება, რაც სურდა.

სკუდეტო? ჩვენთვის რბოლა დასრულებულია, ეს აქამდეც ასე იყო. ძალიან ბევრი ქულა გვაშორებს სამ გუნდს. ყველა თამაში უნდა მოიგო და ეს შეუძლებელია. ჩვენ მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, შეტევაში ბურთი უფრო მეტი ყურადღებით და სიზუსტით უნდა გადავიტანოთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ გოლს გავიტანთ.

ვინ მოიგებს სკუდეტოს? ამას სექტემბრიდან ვამბობ, ჩემი აზრით, „ინტერი“. მთელი პატივისცემას გამოვხატავ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მიმართ, მაგრამ „ინტერმა“ გუშინდელი ფრით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი გუნდია, ჩვენზე ძლიერიც“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …