მთავარი / სიახლეები / “იუვემ” წელი გამარჯვებით დაასრულა და “ატალანტასთან” ჩამორჩენა შეამცირა

“იუვემ” წელი გამარჯვებით დაასრულა და “ატალანტასთან” ჩამორჩენა შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა და წლის ბოლო შეხვედრაში „კალიარის“ 2:0 მოუგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ისევ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, მაგრამ შეზღუდული რესურსის მიუხედავად სარდინიულ გუნდს სძლია. ეს ადვილად არ გაუკეთებია, მაგრამ მთავარი შედეგი იყო.

მე-40 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის პასით მოიზე კინმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. კინი მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდა თავდამსხმელია, რომელსაც სერია A-ში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი. მეორე ტაიმის შუაწელს „იუვე“ ორჯერ გადაურჩა გოლს, ჯერ, როცა დალბერტმა ახლო მანძილიდან ააცილა, ხოლო შემდეგ ვოიცეხ შჩესნიმ დიდებული სეივი განახორციელა და ჟოაო პედროს დარტყმა მოიგერია. 1:0 რომ სახიფათო ანგარიში იყო, აშკარა გახლდათ და მეორე გოლი საჭირო იყო.

ეს გოლი „იუვემ“ გაიტანა, უფრო კონკრეტულად კი ფედერიკო ბერნარდესკიმ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბერნამ „იუვეს“ მაისურით გოლი 2020 წლის 26 ივლისის შემდეგ გავიდა. მას მერე 513 დღე გავიდა… ზოგადად, ბერნარდესკიმ ბოლო 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

მასიმილიანო ალეგრიმ ფაბიო კაპელოს რეკორდი გაიმეორა და სერია A-ში 252-ე მატჩი მოიგო, თანაც ეს 40 მატჩით ნაკლებში გააკეთა. 2008-2009 წლების სეზონიდან კი, მას მერე, რაც ალეგრი სერია A-ში მუშაობს, მეორეადგილოსანს 60 გამარჯვებით უსწრებს.

„იუვენტუსმა“ პირველი წრე 34 ქულით დაასრულა და მეოთხეადგილოსან „ატალანტასთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა, რადგან ბერგამოელებმა სტუმრად „ჯენოასთან“ 0:0 ითამაშეს.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ „ნაპოლისთან“ ჩაატარებს. ზოგადად, იანვარი უმნიშვნელოვანესი თვე იქნება „იუვესთვის“, რადგან რამდენიმე უშუალოდ კონკურენტს ეთამაშება.

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, არტური (ლოკატელი 82), რაბიო (მაკკენი 46); ბერნარდესკი (დე შილიო 89), მორატა (კაიო ჟორჟე 89), კინი (კულუშევსკი 72)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კალიარი“ (3-5-2): კრანიო; ძაპა, ჩეპიტელი, კარბონი; ბელანოვა, გრასი, დეიოლა (ოლივა 71), ლიკოგიანისი, დალბერტი (კეიტა 84); ჟოაო პედრო, პერეირო (პავოლეტი 64)

გოლები: 1:0 კინი (40), 2:0 ბერნარდესკი (83)

გაფრთხილება: კარბონი (24), დალბერტი (35), პავოლეტი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფედერიკო დიონისი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …