მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 162)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალეგრი: “შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და სეზონის ბოლომდე ის არ შეიცვლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში კი ახალი ფეხბურთელების დამატება პრაქტიკულად გამორიცხა. „კარგად ვითამაშეთ, როგორც შემტევ, ისე დაცვით ფაზაში. ბოლო მატჩთან შედარებით მოედანზე სწორი მიდგომით გავედით, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა არ გვქონდა. თუმცა, ვიტყოდი, …

სრულად წაკითხვა »

“ბოლონია” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-18 ტურში „ბოლონია“ ალვარო მორატასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ყოველ ჯერზე, როცა ის საჭიროა, ადგილზე იყო და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. კუადრადო 7 – ამ ეტაპზე ძალიან გაუმართლა. „ფიორენტინასთან“ გადამწყვეტი გოლი, „ჯენოასთან“ კუთხურიდან და ახლაც გოლი. ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ბოლონია” მორატას და კუადრადოს გოლებით დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „რენატო დალ არაზე“ დიდი დანაკლისით ჩავიდა ტრავმირებული ფეხბურთელების კუთხით, მაგრამ ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს და ამიტომაც, 3 ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „იუვემ“ მისია წინა ტურისგან განსხვავებით ამჯერად კარგად შეასრულა. მატჩის მე-6 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის …

სრულად წაკითხვა »

მიხაილოვიჩი: “იუვენტუსი” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „იუვენტუსს“ პირდაპირი კონკურენტი უწოდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სატურნირო ცხრილში მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, სერბმა ტურინული გრანდის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. „იუვენტუსი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. მოედანზე იმის ცოდნით უნდა გავიდეთ, რომ თუ 100%-ით არ დავიხარჯებით, ვერ მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭებს ესმით. …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშის, გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა. „პირველ რიგში ვულოცავ გოგონებს, რომლებმაც გუშინ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. გუნდმა ერთი კვირა კარგად იმუშავა. დიბალა ვერ დაგვეხმარება, კიეზა კარგას მუშაობს, ისევე, როგორც დანილო. …

სრულად წაკითხვა »

“არსენალი” “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებით, არტურით და დეიან კულუშევსკითაა დაინტერესებული. ორივე მოთამაშე მასიმილიანო ალეგრის გეგმებს მიღმაა და არაა გამორიცხული გუნდმა ისინი იანვარშივე გაუშვას. განსაკუთრებით არტური, რომლის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ ეცდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავისი კლიენტისთვის ახალი გუნდი მოძებნოს. კულუშევსკის რაც შეეხება, „იუვე“ მისი გაყიდვიდან შემოსული ფულით ახალი თავდამსხმელის ან …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” ბერნარდესკის გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. იტალიური და ესპანური მედია ადასტურებს, რომ ტურინში მისი აგენტი ფედერიკო პასტორელო „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანის შეხვდა. ბერნარდესკის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და „ბარსას“ მისი გადაბირება ზაფხულში უფასოდ შეუძლია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი იანვარში შედგეს, რადგან ჩავის გუნდის გაძლიერება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა მარსიალი დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იუწყება. 26 წლის მარსიალს ინგლისური გუნდის დატოვება სურს, რისი გამოყენებაც ტურინულ კლუბს შეუძლია, რომელსაც გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. „იუვენტუსი“ ფრანგი თავდამსხმელის იანვარში იჯარით დამატებას განიხილავს. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წლიდან თამაშობს და „მონაკოდან“ შეუერთდა. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ “იუვეში” ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ პატარა გულშემატკივრებისთვის პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბავშვების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული შობის გამო დიალოგიც თოვლის ბაბუით დაიწყო. „რას ვთხოვდი თოვლის ბაბუას? სია ყოველთვის გრძელია. საფეხბურთო დონეზე თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველასთვის. ასევე მინდა, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი ტურინში და კონტრაქტი უახლოეს ხანში გახანგრძლივდება

პაულო დიბალას აგენტი ტურინშია და კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება. ხორხე ანტუნი იტალიაში სწორედ ამიტომ ჩავიდა და მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან. დიბალა კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. სეზონში მისი გასამრჯელო 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება (წელიწადში). შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »