მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 164)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დანილო ორი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, დანილოს ტრავმა სერიოზული გამოდგა და ორი თვე ვერ ითამაშებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ბარძაყის კუნთი დაზიანებულია და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო პერიოდს 8 კვირა დასჭირდება. დანილომ ტრავმა რომის „ლაციოსთან“ მატჩის დასაწყისში ელშეიდ ჰისაისთან შეჯახებისას მიიღო და მოედანი დატოვა. დანილო „იუვენტუსის“ დაცვის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” დიბალა დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალა დაუბრუნდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიბალა სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაშია, მაგრამ რამდენმად მზად არის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, ჯერჯერობით უცნობია. ისევ ტრავმებირებული არიან ჯორჯო კიელინი, აარონ რემზი, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო, შესაბამისად ისინი ლონდონში გუნდს არ გაჰყვებიან. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

სარი: “იუვეს” ფანები არ მაინტერესებს”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თავისი ყოფილი გუნდის ქომაგების შესახებ პირდაპირი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ არ აინტერესებს. „იუვემ“ თავის სტილში მოიგო: პენალტით დაწინაურდა. დაცვაში სოლიდურად ითამაშა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. „იუვენტუსის“ ფანების შეძახილები? სიმართლე გითხრათ, „იუვეს“ ფანები არ …

სრულად წაკითხვა »

დანილომ შესაძლოა ერთი თვე ვერ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსისთვის“ „ლაციოსთან“ მატჩი (2:0) მხოლოდ დადებითი კუთხით არ გამორჩეულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს დანილო დაუშავდა და მოედანი შეხვედრის დასაწყისშივე დატოვა. ჯერჯერობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, მინიმუმ ერთი თვე გაუცდეს. სრული სურათი კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დანილო მიმდინარე სეზონში ალეგრისთვის პრაქტიკულად …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “გუნდის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. „დღეს მთელი გუნდის დამოკიდებულება უაღრესად დადებითი იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. რთული მატჩი მოვიგეთ ძლიერ მეტოქესთან და ეს გამარჯვება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკურად თავს კარგად …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფეხბურთი სტრატეგიაცაა, კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა შეცდომების მიუხედავად კარგად ითამაშა და კმაყოფილი დარჩა. „გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამ კომპონენტში გასაუმჯობესებელი გვაქვს. ბოლო წუთებში ბურთს არასწორად ვაკონტროლებდით. კულუშევსკის შეეძლო კუთხურის ალამთან მისვლა და ამ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ეს არის სულისკვეთება, რომლითაც “იუვემ” უნდა ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა მცველმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. როგორც ბონუჩიმ აღნიშნა, ეს არის სულისკვეთება, რომლითაც „იუვენტუსმა“ უნდა ითამაშოს. „ეს ფუნდამენტური გამარჯვებაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ სტარტი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვიცით, რომ თამაშისადმი ასეთი მიდგომით, ამ თავგანწირვის სულისკვეთებით, თამაშების ბედი …

სრულად წაკითხვა »

“ლაციო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში რომში, „ლაციო“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ყოველთვის, როცა ის საჭირო იყო, კარგად ითამაშა. დანილო შ.გ – მატჩის დასაწყისშივე დაშავდა. კულუშევსკი 5.5 – რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა მისი არაზუსტი მოქმედების გამო ჩაიშალა. მეორე ტაიმში უკეთესი იყო და …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩის დუბლით გამარჯვება “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის მერე სეზონი კარგად განაახლა და რომში, კონკურენტ „ლაციოს“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:0 მოუგო. „იუვემ“ დამსახურებულად მოიგო, რადგან საგოლე მომენტები მხოლოდ მან შექმნა, აი „ლაციოს“ კი შეტევაში პრაქტიკულად არაფერი ჰქონია. ბონუჩიმ კი გოლები პენალტებით გაიტანა. 23-ე წუთზე ალვარო მორატამ მოიპოვა პენალტი და ბონუჩის შეცდომა არ დაუშვია, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-13 ტურში რომის „ლაციოს“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, კინი, კაიო ჟორჟე შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 ნოემბერს, თბილისის …

სრულად წაკითხვა »