მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 63)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

“იუვეს” განაცხადი “იანგ ბოიზთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბერნის „იანგ ბოიზს“ ესტუმრება. მასიმილიანო ალეგრიმ ამ მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდს დაუბრუნდა ალექს სანდრო, რომელმაც ბოლო შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიელი განაცხადშია და შესაძლებელია ითამაშოს კიდეც. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, ალექს სანდრო, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი ნახევარმცველები: პიანიჩი, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “იანგ ბოიზთან” საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს

„ინტერსა“ და „იანგ ბოიზს“ შორის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი შვეიცარიელებთან თამაშია“, – ეს სიტყვები მასიმილიანო ალეგრიმ „ნერაძურისთან“ მატჩამდე თქვა. „იუვე“ ოთხშაბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „იანგ ბოიზს“ ესტუმრება და თუ გაიმარჯვებს, პირველ ადგილს დაიკავებს. სწორედ ესაა ალეგრის გუნდის მიზანი და იტალიელი სპეციალისტი ბერნში გადახალისებული შემადგენლობით თამაშს არ აპირებს. შესაძლოა …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია „ბარსელონაა“. მწვრთნელს არ დაეთანხმა როდრიგო ბენტანკური. ურუგვაელმა კითხვაზე, არის თუ არა, „ბარსელონა“ მთავარი ფავორიტი, ასეთი პასუხი გასცა: „არა, ვფიქრობ, რომ მთავარი ფავორიტები ჩვენ ვართ. გვაქვს საკუთარი თავის დიდი რწმენა, კარგად ვემზადებით და ვეცდებით გავიმარჯვოთ“, – …

სრულად წაკითხვა »

პირველად 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ…

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრი გუნდმა განვლილი 5 მატჩიდან 4 მოიგო და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მშრალი ანგარიშით. 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ჩატარებულ შეხვედრაში 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 14 წლის წინ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ვალენსია”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „ვალენსია“ (1:0) დაამარცხა მარიო მანჯუკიჩის გოლით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 8 – ერთადერთი სეივი, მაგრამ ფასეული, ანტრაქტამდე. მარცხენა ხელით კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი. კანსელუ 7.5 – კილომეტრები დაფარა ფლანგზე, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ. ყოფილი თანაგუნდელები ყოველთვის წნეხის ქვეშ ყავდა და …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იანგ ბოიზთან” უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი მეკარის განცხადებით, მისი შეცდომით გუნდმა „მანჩესტერთან“ წააგო, ხოლო ახლა გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში. „მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ თერთმეტი ფეხბურთელიდან. ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშში გუნდმა ჩემი შეცდომის გამო ქულები დაკარგა, ახლა კი დავეხმარე მოპოვებაში. თავით ახლოდან დამირტყეს და მართლაც ლამაზი სეივი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ბერნში პირველი ადგილისთვის უნდა წავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მეორე ტაიმში „იუვემ“ უკეთ ითამაშა და გოლიც დამსახურებულად გაიტანა. „პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და სახიფათო მომენტების შექმნა დავიწყეთ. ამიტომ, შემთვევითობა არ ყოფილა, რომ გოლი გავიტანეთ. გვიხარია, რომ პლეი-ოფში გავედით, მაგრამ ახლა ბერნში პირველი ადგილისთვის …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “თებერვლამდე მხოლოდ სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჯორჯომ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი თებერვლამდე დასრულებულია. „სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ძალიან რთული თამაში იყო, „ვალენსია“ ძალიან სახიფათო იყო. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ შედეგი დიდი ენთუზიაზმის წყალობით მივიღეთ. მეორე ტაიმი უკეთესი იყო და დამსახურებულად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მერვედფინალშია

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. „ბებერმა ქალბატონმა“ პლეი-ოფის საგზური მეხუთე ტურში „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ გაიფორმა. თუმცა, საკმაოდ მძიმე გამარჯვება იყო და ტურინელებს ნერვიულობა ბოლო წუთამდე მოუწიათ. შეხვედრა საკმაოდ არასანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში „იუვე“ მხოლოდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. საპასუხოდ, „ვალენსია“ ტაიმის ბოლო წუთზე ლამის დაწინაურდა. ლეონარდო ბონუჩის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ვალენსია”: სავარაუდო შემადგენლობები

დღეს, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსიას“ უმასპინძლებს და მერვედფინალის საგზურის გაფორმებას ეცდება. Sky Sport-ის ვერსიით, გუნდები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავლენ: „იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა; მანჯუკიჩი, რონალდუ „ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, დიახაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია; სოლერი, დანი პარეხო, კონდოგბია, გედეში; სანტი მინა, …

სრულად წაკითხვა »