ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრი გუნდმა განვლილი 5 მატჩიდან 4 მოიგო და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მშრალი ანგარიშით.
2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ჩატარებულ შეხვედრაში 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
14 წლის წინ კი, „ბებერ ქალბატონსა“ და ჯანლუიჯი ბუფონს, ხუთი ტურის შემდეგ გოლი არ ჰქონდათ გაშვებული.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო ტურში „იუვე“ „იანგ ბოიზს“ ესტუმრება და პირველი ადგილისთვის გამარჯვება სჭირდება.