ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ვარჯიში განაახლა. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და განაცხადა, რომ დაბრუნებით ბედნიერია:
„ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც აქამდე გვერდში მედგა“, – დაწერა სოციალურ ქსლში ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა და თვენახევარი არ უთამაშია.
თუ ემრე ჯანი დაბრუნდა, ალექს სანდრო დაშავდა. ბრაზილიელმა ტრავმა „ვალენსიასთან“ შეხვედრაში მიიღო და უკვე ცნობილია, რომ „ფიორენტინასთან“ ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ თამაშის საკითხიც.