მთავარი / თეგის არქივი: არტური (გვერდი 5)

თეგის არქივი: არტური

არტური: “ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა. „ბარსას“ წინააღმდეგ ითამაშა არტურმა, რომელიც „იუვეს“ სწორედ ესპანური გრანდიდან შეუერთდა. ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „ეს იყო შედეგი, რომლის მიღწევის იმედიც გვქონდა. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობდით, მივიღეთ და …

სრულად წაკითხვა »

არტური: “ეს ქულები და კარგი თამაში გვჭირდებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა „სპეციასთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1) კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „ეს ქულები და კარგად თამაში გვჭირდებოდა. ფუნდამენტური გამარჯჯვება იყო, საკუთარი რწმენის მოსაპოვებლად და მშვიდად მუშაობის გასაგრძელებლად. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტიც შემიძლია. თანაგუნდელები და მწვრთნელი მეხმარებიან, ვმუშაობ და ვცდილობ …

სრულად წაკითხვა »

ბრაიდა: “არტურმა დაამტკიცა თავის შესაძლებლობები”

არიედო ბრაიდამ არტურის შესახებ ისუაბრა და განაცხადა, რომ „რომასთან“ ბრაზილიელმა თავისი კლასი დაამტკიცა. ბრაიდას აზრით, არტური და როდრიგო ბენტანკური ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ. „რომასთან“ არტურმა დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას შემდეგ, რაც მოედანზე გამოჩნდა, აჩვენა, რომ შეუძლია თამაში და იცის გუნდის ერთმანეთთან დაკავშირება. მიუხედავად 10 კაცით ყოფნისა, არტურმა მოახერხა, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” არტური წარადგინა: “ვეცდები, მოლოდინი გავამართლო”

ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურო მელო წარადგინა და ფაბიო პარატიჩიმ მას 5-ნომრიანი მაისური გადასცა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველ შთაბეჭდილებებსა და მიზნებზე ვრცლად ისაუბრა. „მნიშვნელოვანი დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მენეჯერებს, რომლებმაც საუკეთესოდ მიმიღეს და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უნიკალური პრივილეგიაა და შესაძლელობა მაქვს, კრიშტიანუ რონალდუს მსგავს ჩემპიონებთან ვითამაშო. ჩემთვის ოცნების ახდენაა …

სრულად წაკითხვა »

არტური ავარიაში მოჰყვა, ალკოტესტი დადებითი გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული არტური ავარიაში მოჰყვა. ესპანეთის პატარა ქალაქ პალაფრუჟელში ინციდენტი გუშინ დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. არტური ფერარის მარკის ავტომობილს მართავდა და განათების ბოძებს დაეჯახა. არც თავად ბრაზილიელი და არც სხვა პირები არ დაშავებულან. პოლიციამ მოითხოვა ალკოტესტის ჩატარება, რომელმაც აჩვენა, რომ ბრაზილიელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. კერძოდ, ტესტმა აჩვენა 0.55 …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონას” პრეზიდენტის კომენტარი პიანიჩისა და არტურის გაცვლაზე

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ მირალემ პიანიჩისა და არტურის გაცვლაზე კომენტარი გააკეთა და მოტივი დაასახელა. „ეს არის პირველ რიგში სპორტული არჩევანი და შემდეგ ეკონომიკური. ტექნიკურ დონეზე დიდი ხანია პიანიჩის შეძენა გვინდოდა, მაგრამ არტური ჩვენთან დარჩება ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე“, – თქვა ბართომეუმ. შეგახსენებთ, რომ კლუბებმა ფეხბურთელები ოფიციალურად გაცვალეს. მომდევნო სეზონიდან მირალემ …

სრულად წაკითხვა »

არტურის პირველი კომენტარი “იუვეს” ფეხბურთელის რანგში

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არტურ მელომ „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პირველი, მოკლე კომენტარი გააკეთა. „მადლობა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას დიდი ინტერესისთვის. ვიცი, რომ დიდ კლუბს შევუერთდი და ველოდები ძალიან ბევრი გამოწვევის გადალახვას „ბიანკონერისთან“ ერთად“, – დაწერა არტურმა ინსტაგრამში. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: არტური “იუვენტუსის” ფეხბურთელია

არტურ მელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. კატალონიის „ბარსელონამ“ განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. „იუვემ“ არტურის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გაიღო, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი დაემატება. ასეა ნათქვამი ესპანელთა განცხადებაში, თუმცა, რეალურად ის მირალემ პიანიჩში გაცვალეს. ბოსნიელის ტრანსფერიც ტურინელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ბრაზილიელი “იუვენტუსის” ღირსებას 5 სეზონი დაიცავს და სეზონშ 5 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

არტურმა და პიანიჩმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

არტურმა და მირალემ პიანიჩმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს. შესაბამისად, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას მხოლოდ ერთი რამ აკლია – დრო. ბრაზილიელი ტურინშია და ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც სეზონის ბოლომდე დარჩება. ბოსნიელმაც სამედიცინო ტესტირება პიემონტის დედაქალაქში გაიარა და ცხადია, სეზონის ბოლომდე ისიც „იუვეს“ ფეხბურთელი იქნება. ტურინელები „ბარსელონას“ ბარტერის გარდა, 10 მილიონი ევროს დაუმატებენ. …

სრულად წაკითხვა »

არტურის კონტრაქტის დეტალები ცნობილია

არტურ მელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ფეხბურთელს ტურინში უკვე დღეს ელოდებიან სამედიცინო შემოწმებაზე. იტალიური მედია კი, კონტრაქტის დეტალებს აქვეყნებს. გავრცელებული ცნობით, ბრაზილიელი „იუვესთან“ ხელშეკრულებას 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ არტურის სანაცვლოდ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩსა და 10 …

სრულად წაკითხვა »