არტურ მელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ფეხბურთელს ტურინში უკვე დღეს ელოდებიან სამედიცინო შემოწმებაზე.
იტალიური მედია კი, კონტრაქტის დეტალებს აქვეყნებს. გავრცელებული ცნობით, ბრაზილიელი „იუვესთან“ ხელშეკრულებას 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ არტურის სანაცვლოდ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩსა და 10 მილიონ ევროს უთმობს.