მთავარი / თეგის არქივი: არტური (გვერდი 6)

თეგის არქივი: არტური

პიანიჩი და არტური სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლიან

იტალიური მედიის ცნობით, მირალემ პიანიჩი და არტური სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლიან. არტური ტურინში ჩავა, ხოლო პიანიჩი ბარსელონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია. თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ფეხბურთელები ამჟამინდელ კლუბებს დაუბრუნებიან და სეზონს დაასრულებენ. მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაცვლიან გუნდებს. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დამატებით 10 მილიონ ევროსაც გადაუხის. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩიმ პიანიჩი-არტურის შესაძლო გაცვლაზე კომენტარი გააკეთა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ადრიენ რაბიოსა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ ისაბრა და თქვა, რომ ისინი „იუვეს“ მომავალთან ასოცირდებიან. გარდა ამისა, არტურისა და მირალემ პიანიჩის მოსალოდნელი ბარტერის თაობაზე გააკეთა კომენტარი. „რაბიო იტალიაში პირველი სეზონია რაც იმყოფება და ეს ყოველთვის განსაკუთრებულია. თავიდან ბევრი მოვისმინე დე ლიხტის შესახებ, რომელცი 19 წლის …

სრულად წაკითხვა »

სეტიენი: “არტურმა უნდა გაიგოს, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა”

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა არტურის შესახებ ისაუბრა, რომელიც „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. „იმედია ხვალ ითამაშებს. მთავარია, რომ ამ სიტუაციამ მის თამაშზე გავლენა არ მოახდინოს, ვიმედოვნებ, ყველაფერს გააკეთებს. უნდა გაიგოს, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია გასამართი. ფეხბურთელებისგან პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობას ველოდები“, – თქვა სეტიენმა. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

არტური კვირის ბოლოს ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური ძალიან ახლოსაა „იუვენტუსთან“. Rac1-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს ბრაზილიელი ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. არტური „იუვეში“ ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ბარსელონაში“ მირალემ პიანიჩი გადაბარგდება. მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და როგორც ჩანს, ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ფეხბურთელები მიმდინარე სეზონს ამჟამინდელ გუნდებში დაასრულებენ.

სრულად წაკითხვა »

არტურმა “იუვეში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა არტურმა ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. შესაბამისად, ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. არტურის სანაცვლოდ „იუვე“ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩის და 10 მილიონ ევროს დაუთმობს.

სრულად წაკითხვა »

10 მილიონი და პიანიჩი არტურის სანაცვლოდ – ტრანსფერი მალე დაიხურება

მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება 30 ივნისამდე დაიხურება. ცნობილი გახდა ფინანსური დეტალებიც. „ბარსელონა“ არტურს 70 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო პიანიჩის ღირებულება 60 მილიონი ევროა. ამიტომ, „იუვე“ კატალონურ გრანდს ბოსნიელ ფეხბურთელთან ერთად 10 მილიონ ევროსაც დაუთმობს და სანაცვლოდ 24 წლის სამხრეთ ამერიკელი ტურინში გადმობარგდება. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

სეტიენი: “იუვეზე” ჭორები, არტურზე გავლენას ახდენს”

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არტურზე „იუვენტუსის“ მიმართ გავრცელებული ხმების გავლენას ახდენს. „ჭორები „იუვენტუსის“ შესახებ რა თქმა უნდა, მასზე გავლენას ახდენს. ვეცდებით, ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. ფეხბურთლელმა კონცენტრირება თამაშზე უნდა მოახდინოს, მესმის, რომ რთულია, მაგრამ სირთულეები უნდა გადალახოს“, – თქვა სეტიენმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს „იუვეს“ აქტიურად …

სრულად წაკითხვა »

არტურის ტრანსფერი ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს

ტურინის „იუვენტუსში“ არტურის ტრანსფერი შესაძლოა 30 ივნისამდე დაიხუროს. Tuttosport-ის ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირა გადამწყვეტი იქნება, მირალემ პიანიჩისა და ბრაზილიელის ბარტერში. არტური „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და კლუბი მზადაა შეელიოს. თავის მხრივ, პიანიჩის თამაშით არც ტურინში არიან მოხიბლულნი. ფაბიო პარატიჩიმ გუშინ დაადასტურა, რომ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ ისიც დასძინა, …

სრულად წაკითხვა »

არტურის “იუვეში” ტრანსფერი ისევ აქტუალურია

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ისევ ღიაა. კიკე სეტიენი ბრაზილიელ ფეხბურთელს ძირითადი შემადგენლობის წევრად რომ არ მოიაზრებს, სეზონის რესტარტმა გამოაჩინა. ამან კი, თავად არტურიც დააფიქრა კატალონიის დატოვებაზე. ის აქამდე უარს ამბობდა ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგებაზე, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, უახლოესი 9 დღე გადამწყვეტი იქნება და 30 ივნისისთვის მოთამაშე გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” არტური-პიანიჩის ბარტერის სწრაფად დახურვას ცდილობს

მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი წინ მიიწევს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ ცდილობს გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დახუროს. პიანიჩი რომ ფორმაში აღარაა და შესაძლოა ფიქრებით უკვე ესპანეთშიც იყოს, „მილანთან“ მატჩმა ნათლად დაადასტურა. თავის მხრივ, არტური კიკე სეტიენის რჩეულთა შორის აღარ მოიაზრება და ამიტომ, კატალონელები მზად არიან ბრაზილიელი ბოსნიელის სანაცვლოდ დათმონ.

სრულად წაკითხვა »