მთავარი / სიახლეები / პარატიჩიმ პიანიჩი-არტურის შესაძლო გაცვლაზე კომენტარი გააკეთა

პარატიჩიმ პიანიჩი-არტურის შესაძლო გაცვლაზე კომენტარი გააკეთა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ადრიენ რაბიოსა და ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ ისაბრა და თქვა, რომ ისინი „იუვეს“ მომავალთან ასოცირდებიან.

გარდა ამისა, არტურისა და მირალემ პიანიჩის მოსალოდნელი ბარტერის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

„რაბიო იტალიაში პირველი სეზონია რაც იმყოფება და ეს ყოველთვის განსაკუთრებულია. თავიდან ბევრი მოვისმინე დე ლიხტის შესახებ, რომელცი 19 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი გახდა, მისი აქ თამაში დისკუსიას იწვევდა, მაგრამ ახლა განსხვავებულ სტატიებს ვკითხულობს მის შესახებ. რაბიო პსჟ-დან როდესაც გადმოვიდა, 6 თვე უთამაშებელი იყო, ამიტომ ფიზიკური მომზადების პრობლემა ჰქონდა. შესანიშნავი ფეხბურთელია და უკვე დაამტკიცა, თუმცა ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც ახლა, ისე მომავლისთვის.

ბერნარდესკი? – ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ფეხბურთი კიდევ უფრო. თუ კვირას დუბლს შეასრულებ, ფენომენი ხარ, თუ ოთხშაბათს ცუდად ითამაშებ, შეფასება იცვლება. დაუყოვნებლივ განვიკითხავთ ფეხბურთელებს, მაგრამ ის შობამდე მუდმივად თამაშობდა და გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მომავალია.

პიანიჩი და არტური? – ახლა არ ვართ იმ მომენტში, რომ ზუსტი პასუხი გითხრათ. ვნახოთ რა მოხდება და ყველაფერს განვმარტავთ“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …