კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არტურზე „იუვენტუსის“ მიმართ გავრცელებული ხმების გავლენას ახდენს.
„ჭორები „იუვენტუსის“ შესახებ რა თქმა უნდა, მასზე გავლენას ახდენს. ვეცდებით, ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. ფეხბურთლელმა კონცენტრირება თამაშზე უნდა მოახდინოს, მესმის, რომ რთულია, მაგრამ სირთულეები უნდა გადალახოს“, – თქვა სეტიენმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ და მისი გაცვლა მირალემ პიანიჩში იგეგმება.