მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება 30 ივნისამდე დაიხურება.
ცნობილი გახდა ფინანსური დეტალებიც. „ბარსელონა“ არტურს 70 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო პიანიჩის ღირებულება 60 მილიონი ევროა.
ამიტომ, „იუვე“ კატალონურ გრანდს ბოსნიელ ფეხბურთელთან ერთად 10 მილიონ ევროსაც დაუთმობს და სანაცვლოდ 24 წლის სამხრეთ ამერიკელი ტურინში გადმობარგდება. თუმცა, მიმდინარე სეზონს ფეხბურთელები ამჟამინდელ გუნდებში დაასრულებენ.