„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური ძალიან ახლოსაა „იუვენტუსთან“. Rac1-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს ბრაზილიელი ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
არტური „იუვეში“ ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ბარსელონაში“ მირალემ პიანიჩი გადაბარგდება.
მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და როგორც ჩანს, ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ფეხბურთელები მიმდინარე სეზონს ამჟამინდელ გუნდებში დაასრულებენ.