ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა „სპეციასთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1) კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„ეს ქულები და კარგად თამაში გვჭირდებოდა. ფუნდამენტური გამარჯჯვება იყო, საკუთარი რწმენის მოსაპოვებლად და მშვიდად მუშაობის გასაგრძელებლად. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტიც შემიძლია.
თანაგუნდელები და მწვრთნელი მეხმარებიან, ვმუშაობ და ვცდილობ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. იტალიის ჩემპიონატით გაკვირვებული ვარ, ბევრი ძლიერი გუნდია სხვა და სხვა სათამაშო სქემით. თუმცა, „იუეს“ ძალიან ამბიციური პროექტი აქვს, რომელიც მომწონს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოსვლა გადავწყვიტე“, – თქვა არტურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე უნგრულ „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.