ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურო მელო წარადგინა და ფაბიო პარატიჩიმ მას 5-ნომრიანი მაისური გადასცა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველ შთაბეჭდილებებსა და მიზნებზე ვრცლად ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მენეჯერებს, რომლებმაც საუკეთესოდ მიმიღეს და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უნიკალური პრივილეგიაა და შესაძლელობა მაქვს, კრიშტიანუ რონალდუს მსგავს ჩემპიონებთან ვითამაშო. ჩემთვის ოცნების ახდენაა მასთან თამაში და დიდი ენთუზიაზმი მაქვს.
პროექტი ვნახე და დახვედრით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ „იუვეზე“, უნიკალური ისტორიის კლუბზე და მნიშვნელოვანი სტრუქტურის გუნდზე. ყველა ეს ფაქტორი მას უნიკალურს ხდის. დიდ ჩემპიონატებში თამაში მინდა და ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ჩემი კარიერისთვის ახალი სტიმული. „ბარსელონა“ გულშია, მაგრამ ახლა უკვე წარსულია. „იუვესთან“ ერთად ვიწყებ, მადლობას ვუხდი „ბლაუგრანას“, მათ ჩემდამი დიდი სიყვარული გამოავლინეს და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია ქალაქზე და გულშემატკივრებზე.
პოზიცია მოედანზე? პირლოსთან რამდენიმე დეტალზე ვისაუბრე. მის მსგავსად ფეხბურთი ძალიან ცოტას უთამაშია, უნიკალურად თამაშობდა. ჩვენ არ გვისაუბრია ტაქტიკაზე ან მოედანზე მოძრაობაზე. „იუვემ“ ჩემში დიდი ინვესტიცია ჩადო და წარმოუდგენელ ენთუზიაზმს ვგრძნობ. ვეცდები სრულად გავამართლო გაცემული ავანსები.
მე ვიცნობდი პირლოს. ყველას, ვისაც ფეხბურთი გარკვეულ დონეზე აინტერესებს, იცის ვინ არის და რა გააკეთა. მასთან საუბარი უდიდესი პრივილეგიაა. მე უნდა ვისწავლო მასთა მუშაობა და ეს დიდი პატივია.
ერთ-ერთი ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან, ყველაფერი ძალიან ამბიციურია და მე მისინაწილი ვარ. ეს ჩემი კარიერის წარმოუდგენელი სათაური იქნებოდა. მთელი ძალით ვიმუშავებ, რომ მივაღწიო ამ მიზანს და კიდევ ბევრს სხვა მიზანს. ბრაზილიაში სხვაგვარად ვთამაშობდი, ვიდრე „ბარსელონაში“. არ ვიცი, აქ როგორ ვითამაშებ, მაგრამ ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე თამაში შემიძლია. ამაზე დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებთ და არამგონია, რაიმე პრობლემა იყოს.
ინიესტა ჩემი კერპი იყო, რაც შეეხება სუარესის სავარაუდო ტრანსფერს, მასთან არ მილაპარაკია და არვიცი რა სიტუაციაშია. იქნებ მენეჯერებმა უფრო დეტალურად გაგცენ პასუხი. ის შესანიშნავი მოთამაშეა და გუნდისთვის უდიდესი დამატებითი ღირებულება იქნება.
ვფიქრობ, რომ სერია A უფრო მეტად ფიზიკური კონტაქტის ჩემპიონატია. ეს შესანიშნავი ლიგაა, რთული სეზონი იქნება, მაგრამ „იუვე“ შესანიშნავი გუნდია. ბევრი ბრძოლა იქნება და ველოდებით სეზონის დაწყებას. სხვაობა „ბარსელონაში“ პირველ და მეორე სეზონს შორის? არ ვეთანხმები, ტრავმები მქონდა, რამაც შემაფერხა. ახლა კარგად ვარ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ნამდვილად მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.
„იუვეს“ ბრაზილიელებს ნაკრებიდან უკვე ვიცნობდი, ისინი საუკეთესოდ დამხვდნენ. თუმცა, არამხოლოდ ბრაზილიელები, არამედ სხვა თანაგუნდელებიც, მენეჯერები, ყველა, ვინც აქ მუშაობს. ტიფოზები სოციალურ ქსელში დამიკავშირდნენ და ეს ყველაფერი მშვენიერია. ნამდვილად ვგრძნობ დაფასებას ყველას მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, მაგრამ ახლოს ვართ. ეს ატმოსფერო ძალიან დამეხმარება“, – თქვა არტურმა.