არიედო ბრაიდამ არტურის შესახებ ისუაბრა და განაცხადა, რომ „რომასთან“ ბრაზილიელმა თავისი კლასი დაამტკიცა. ბრაიდას აზრით, არტური და როდრიგო ბენტანკური ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ.
„რომასთან“ არტურმა დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას შემდეგ, რაც მოედანზე გამოჩნდა, აჩვენა, რომ შეუძლია თამაში და იცის გუნდის ერთმანეთთან დაკავშირება. მიუხედავად 10 კაცით ყოფნისა, არტურმა მოახერხა, რომ „იუვესთვის“ ბურთი შეენარჩუნებინა. ბენტანკურმა, რომელიც ძალიან კარგია, არ იცის გუნდის ერთმანეთთან დაკავშირება არტურივით. ამიტომ, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ“, – თქვა ბრაიდამ.
შეგახსენებთ, რომ არტურს „რომას“ წინააღმდეგ „იუვენტუსში“ დებიუტი ჰქონდა.