ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არტურ მელომ „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პირველი, მოკლე კომენტარი გააკეთა.
„მადლობა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას დიდი ინტერესისთვის. ვიცი, რომ დიდ კლუბს შევუერთდი და ველოდები ძალიან ბევრი გამოწვევის გადალახვას „ბიანკონერისთან“ ერთად“, – დაწერა არტურმა ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.