მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: არტური “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: არტური “იუვენტუსის” ფეხბურთელია

არტურ მელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. კატალონიის „ბარსელონამ“ განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

„იუვემ“ არტურის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გაიღო, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი დაემატება. ასეა ნათქვამი ესპანელთა განცხადებაში, თუმცა, რეალურად ის მირალემ პიანიჩში გაცვალეს. ბოსნიელის ტრანსფერიც ტურინელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ბრაზილიელი “იუვენტუსის” ღირსებას 5 სეზონი დაიცავს და სეზონშ 5 მილიონ ევროს გამომიმუშავებს.

არტური სეზონს „ბარსაში“ ჩაამთავრებს, ისევე, როგორც პიანიჩი „იუვეში“. ბრაზილიელმა 2018 წლიდან „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 72 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. პიანიჩს კი “იუვეში” 171 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …