არტურმა და მირალემ პიანიჩმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს. შესაბამისად, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას მხოლოდ ერთი რამ აკლია – დრო.
ბრაზილიელი ტურინშია და ბარსელონაში დაბრუნდება, სადაც სეზონის ბოლომდე დარჩება. ბოსნიელმაც სამედიცინო ტესტირება პიემონტის დედაქალაქში გაიარა და ცხადია, სეზონის ბოლომდე ისიც „იუვეს“ ფეხბურთელი იქნება.
ტურინელები „ბარსელონას“ ბარტერის გარდა, 10 მილიონი ევროს დაუმატებენ. არტური „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 5 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში.
პიანიჩს რაც შეეხება, ბოსნიელი ტურინელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა (171 მატჩი, 22 გოლი), სამჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი.