ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამავე შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ასისტენტობა გაუწია და საგოლე პასი ჩაიეწრა აქტივში.
„კმაყოფილი ვარ, რომ პირველი საგოლე პასი შევასრულე. მეორე ტამში უფრო მეტი სივრცე მომეცა, რადგან „ტორინომ“ უკან დაიხია და შეტევაში ჩართვა გამიადვილდა. შესაბამისად, ერთ-ერთზე თამაშის მეტი შესაძლებლობა მქონდა.
როდესაც ჩემპიონი გახდები, ნორმალურია, რომ დაძაბულობა არ არის მაღალი, მაგრამ გვინდა სეზონი კარგად დავასრულოთ. ჩემ სეზონს როგორ შევაფასებ? პოზიტიურად. როდესაც ტრავმა მოვიშუშე, შანსი მივიღე და კმაყოფილი ვარ“, – თქვა სპინაცოლამ.