მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კარგი თამაში იყო”

ალეგრი: “კარგი თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ალეგრი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

„კარგი თამაში იყო. პირველ ტაიმში ნაჩუქარი გოლის გარდა. რამდენიმე შეტევაც გაგვეპარა, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ.

სპინაცოლა ვითარდება, რონალდუმ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ცხადია, როდესაც სკუდეტო მოგებული გაქვს, რთულია მოტივაციის პოვნა, მაგრამ „სან სიროსთან“ შედარებით უკეთ ვითამაშეთ და რომ არა გაშვებული გოლი სხვა თამაში იქნებოდა. ასევე ბედნიერი ვარ დებიუტანტი ბიჭები გარჯით მიმდინარე სეზონში. ამჯერად პერეირას მიეცა შანსი და შემდეგში ალბათ სხვების ჯერიც დადგება“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …