მთავარი / სიახლეები / სერია A / სკუდეტო გადაიდო, მაგრამ თამაშის ხარისხი?

სკუდეტო გადაიდო, მაგრამ თამაშის ხარისხი?

ტურინის „იუვენტუსმა“ პირველი ბონუსი გაანიავა, ჩემპიონი ამ ეტაპზე ვერ გახდა. მაურიციო სარის გუნდს „უდინეზესთან“ 3 ქულა ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს ოფიციალურად მოუტანდა და კარგად მიჰყავდა საქმე, მაგრამ რასაც შევეჩვიეთ ბოლო ტურებშ ის მოხდა – ქამბექი.

„იუვენტუსმა“ პირველი ტაიმი მართლაც კარგად ჩაატარა, თამაშ აკონტროლებდა, მომენტებიც შექმნა და ტაიმის ბოლოს მატიას დე ლიხტის შესანიშნავი გოლით დაწინაურდა. მაგრამ როგორც ბოლო ხანს ხდება, სარის გუნდი გაითიშა. მეორე ნახევარში „იუვენტუსი“ თავის თავს აღარ გავდა, უფრო სწორად გავდა, რადგან ეს იყო სარის „იუვე“, რასაც 1 წელია ვხედავთ.

მეორე ტაიმში ილია ნესტოროვსკიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფოფანამ „უდინეზეს“ მოაგებინა. „იუვემ“ სერია A-ში უკვე მეხუთედ წააგო, 38 გოლი გაუშვა…

„ატალანტასთან“ უპირატესობა მხოლოდ 6 ქულაა. კარგი კი მხოლოდ ისაა, რომ დარჩენილ სამ ტურში ჩემპიონობისთვის ისევ ერთი გამარჯვება (3 ქულა) კმარა. „იუვენტუსი“ მომდევნო ტურში „სამპდორიას“ უმასპინძლებს…

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:1)

უდინე, „ფრიული“

უმაყურებლოდ

„უდინეზე“ (3-5-2): მუსო; ტროსტ-ეკონგი, ბეკაო, ნიუტნიკი; ტერ ავესტი, დე პაული, ფოფანა, სემა, ზეგელაარი; ნესტოროვსკი, ოკაკა ჩუკა

მწვრთნელი: ლუკა გოტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო (კუადრადო 75), დე ლიხტი, რუგანი, ალექს სანდრო; რემზი (მატუიდი 59), ბენტანკური, რაბიო; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 60), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დე ლიხტი (42), 1:1 ნესტოროვსკი (52), 2:1 ფოფანა (90)

გაფრთხილება: ტროსტ-ეკონგი (20), ზეგელაარი (68) – რემზი (1), კუადრადო (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 14 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …