ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელის აზრით, იმიტომ წააგეს, რომ ნებისმიერ ფასად გამარჯვება უნდოდათ…
„მეორე ტაიმში წესრიგი დაკვარგეთ, გვინდოდა ნებისმიერ ფასად მოგვეგო და ამიტომ წავაგეთ. სწორედ ამიტომ გავუშვით 93-ე წუთზე გოლი, რომ ყველანაირ ფასად გამარჯვება გვინდოდა.
სეზონის ეს ფინალური ნაწილი რთულია. გუნდები განსხვავებულად თამაშობენ, ყველანი დაღლილები ვართ. სეზონის ამ მომენტში წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აგრესიულობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს თამაში წავაგეთ.
მატჩები უცნაურია და წინასწარ განსაზღვრული ლოგიკა არ აქვს. ჯერ კონცენტრაცია ისევ ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ, „სამპდორიასთან“ ადვილი თამაში არ იქნება. შემდეგ ვიფიქრებთ ჩემპიონთა ლიგაზე…
რატომ გაუშვა „იუვენტუსმა“ 38 გოლი? თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს კარში 12 პენალტი დანიშნეს, არმგონია ასეთი რამ აქამდე ოდესმე მომხდარიყო. ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ ეს რიცხვი გაიზარდა ყველასთვის და არამხოლოდ ჩვენთვის“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ატალანტას“ 6 ქულით უსწრებს და ჩემპიონობისთვის 3 ქულა სჭირდება. მომდევნო ტურში „იუვე“ 26 ივლისს, „სამპდორიას“ უმასპინძლებს.