ტურინის „იუვენტუსს“ „ლეჩესთან“ სამი ფეხბურთელი დაუშავდა. მირალემ პიანიჩს კუნთის პრობლემა შეექმნა და მოედანი იძულებით დატოვა.
ბოსნიელს სამედიცინო გამოკვლევა ორშაბათს ჩაუტარდება, მაგრამ ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ „ჯენოასთან“ მატჩში ვერ ითამაშებს.
როდრიგო ბენტანკურისა და გონსალო იგუაინის დაზიანებები კი, სერიოზული არ გამოდგა. ურუგვაელს ნეკნების ტკივილი აწუხებდა, ხოლო არგენტინელი მეკარესთან შეჯახების შემდეგ დაშავდა, რადგან თავში იდაყვი მოხვდა.
იტალიური მედიის ცნობით, ბენტანკურისა და „პიპიტას“ ტრავმები საგანგაშო არაა და მაურიციო სარის „ჯენოასთან“ მატჩში მათი მოედანზე გაყვანა შეეძლება.