მთავარი / სიახლეები / სიმეონე: “იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია და მასთან თამაში რთულია”

სიმეონე: “იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია და მასთან თამაში რთულია”

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ დიდი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

„ჩვენ დიდ სურვილს ვგრძნობთ, რომ ვითამაშოთ ასეთ შესანიშნავ თამაშში, ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და ასეთი მატჩებით ვიზრდებით. „იუვენტუსს“ ბრწყინვალე ისტორია აქვს, შესანიშნავი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ჰყავს.

ჩვენთვის საამაყოა, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობას ვაგრძელებთ. ეს ნაადრევი ფინალია? არა, ეს მერვედფინალია და თასი ჯერ არცერთ გუნდს არ გადაეცემა. ფავორიტი ამ წყვილს ამ ეტაპზე არ ჰყავს, შანსი 50%-50%-ზეა.

„იუვენტუსს“ ბევრი ვარიანტი აქვს, ზოგჯერ მანჯუკიჩი თამაშობს,რ ოგორც მარცხენა ნახევარმცველი. კრიშტიანუ? – მან შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, გადავიდა ისეთ სოლიდურ გუნდში, როგორიც „იუვეა“. მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და გვინდა სასვე სტადიონი გავახაროთ. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც ადეკვატურ შოუს იმსახურებს“, – განაცხადა სიმეონემ.

არგენტინელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე მხარს ნახევარმცველი კოკე უმშვენებდა, რომელმაც ასევე ისაუბრა ხვალინდელი თამაშის შესახებ:

„არ ვიცი „იუვე“ ფავორიტია თუ არა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ვითამაშებთ ისე, როგორც ყოველთვის. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ, გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ გვინდა წინ წავიდეთ და ხვალ დიდი მატჩი იქნება. ჩვენ ჩვენი იდენტობა გვაქვს და ყველა თამაშს ისე ვთამაშობთ, თითქოს ფინალია. პერსონალურად რაც შემეხება, გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. მზად ვარ, როგორც თამაშის დროს, ისე მაშინ, როდესაც ვერ ვთამაშობ“, – აღნიშნა კოკემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …