ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ლიონთან“ მატჩის წინ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ გუნდი მზადაა ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის.
„ვხედავ, რომ გუნდი მზადაა, არსებობს მსგავსი გარემო, რაც გასულ წელს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის გაკეთება. რონალდუს ჰეთ-თრიქი? არავის ეპარება ეჭვი, რომ კრიშტიანუს ისევ შეუძლია იგივე გააკეთოს. ჩვეულებრივ გადამწყვეტ მატჩებში ის გადამწყვეტ როლს თამაშობს და მზადაა კიდევ ერთი სასწაულისთვის.
ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნისთვის ვთამაშობთ, მოტივაციის პოვნა რთული არაა, ყველანი კონცენტრირებულები ვართ. „ლიონი“ ფიზიკურად ფორმაშია, როგორც ჩანს, სათამაშოდ მზად არიან. ვნახოთ ვინ გავა მეოთხედფინალში, „იუვეს“ სწორი სულის პოვნა სჭირდება. გულშემატკივრების გარეშე რთულია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ენერგია მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
სკუდეტო? უცნაური და რთული სეზონი იყო, აგრეთვე შეუფასებელი. ცხრა სკუდეტოს მოგება საოცარია და ამიტომ, ეს სეზონი ძალიან ფასობდა, თანაც ხანგრძლივი შესვენების გათვალისწინებით“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს ტურინში გაიმართება.