ტურინის „იუვენტუსს“ „ლიონთან“ მატჩი კარს მოადგა. პაულო დიბალას თამაშის საკითხი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ბოლო ცნობებით, დღეს დიბალა გუნდთან ერთად ივარჯიშებს და არსებობს, რომ შანსი ხვალინდელ მატჩს მზად შეხვდეს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პაულო სათადარიგო სკამზე იქნება და ძირითადში გონსალო იგუაინს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. პირველი მატჩი ტურინელებმა 0:1 წააგეს.