მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “გვინდა ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ”

შჩესნი: “გვინდა ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვოიჩეხ შჩესნი ისახლა.

პოლონელმა მეკარემ ისაუბრა ხვალინდელი მატჩის, ჯიჯი ბუფონისა და მატეის დე ლიხტის ტრანსფერების შესახებ.

„ნანძინგში ძალიან ცხელა, მაგრამ ულამაზესი ქალაქია და ბევრი ქომაგი დაგვხვდა. ვეცდებით, რომ ხვალ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, უფრო მაღლა ვიყოთ ბურთთან ერთად და ასეთ ვითარებაში მეკარის როლიც იცვლება, რადგან გუნდს უნდა დაეხმაროს ბურთის გათამაშებაში. უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ.

ბუფონი? ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდა, ყველამ ვიცით მისი მნიშვნელობა. ორი წელია მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ახლა ისევ ჩვენთან ერთადაა და ჩემი აზრით, კლუბის მხრიდან ის დიდებული შენაძენია.

დე ლიხტი? ძალიან ახალგაზრდა ბიჭია და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ. შესანიშნავი მცველია და დარწმუნებული ვარ აქ, „იუვენტუსში“ დიდი მომავალი ელოდება“, – თქვა შჩესნიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *