სერია A-ს კლუბები შეთანხმდნენ, რომ სეზონი 13 ივნისს განახლდეს. სპეციალურ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 13 და 20 ივნისის თარიღები, უმრავლესობამ კი მხარი 13 ივნისს დაუჭირა.
აღნიშნული ინიციატივა „ლეგა კალჩომ“ დასამტკიცებლად იტალიის მთავრობას წარუდგინა და საბოლოო მხარდაჭერაც მათ მიერ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისიდან კლუბები გუნდურად საწვრთნელ პროცესს დაიწყებენ. სეზონი კი 11 მარტს შეწყდა და „იუვენტუსი“ „ლაციოს“ ერთი ქულით უსწრებს.