„იუვენტუსის“ ყოფილი ემაკრე სტეფანო ტაკონი კორონავირუსში საფრთხეს ვერ ხედავს და ფეხბურთის დაბრუნებას ემხრობა. გარდა ამისა, უმაყურებლოდ მატჩების ჩატარებაც არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
„კორონავირუსი მხოლოდ გრიპია. როცა გვეუბნებიან, რომ ათასი ადამიანი დაიღუპა, ისიც უნდა თქვან რომელი კორონავირუსით. არ შეიძლება ყველა ბალახის ნაყენისთვის გამოყენება. ვემხრობი, რომ ფეხბურთი განახლდეს, თან მაყურებლებით.
კიელინის სიტყვები ბალოტელის მისამართით? ჩველებრივი ჭორაობა, მეც არაერთხელ გამიკეთებია“, – აღნიშნა ტაკონიმ.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო ტაკონი „იუვენტუსში“ 1983-1992 წლებში თამაშობდა.