მთავარი / სიახლეები / საუბარი “იუვეს” გულშემატკივართან – ფეხბურთელი, რატი ცაცკრიალაშვილი

საუბარი “იუვეს” გულშემატკივართან – ფეხბურთელი, რატი ცაცკრიალაშვილი

ქართველი ფეხბურთელი რატი ცაცკრიალაშვილი, რომელსაც ქართულ კლუბებში უთამაშია, ტურინის „იუვენტუსის“ დიდი გულშემატკივარია. რატის Juventus.ge დაუკავშირდა და სწორედ საყვარელი კლუბის ირგვლივ ვესაუბრეთ. ამ ინტერვიუს მეშვეობით „იუვეს“ ქართველი ქომაგები რატის და მის საფეხბურთო გემოვნებას კარგად გაიცნობენ.

თუმცა, სანამ ინტერვიუზე გადავალთ, ვთქვათ, რომ რატი ცაცკრიალაშვილი თბილისის „შევარდენში“ თამაშობს, გასული სეზონი „გაგრაში“ გაატარა და საქართველოს თასი მოიგო. მანამდე მას ბოლნისის „სიონში“, „დინამო ბათუმში“, „რუსთავში“, გორის „დილაში“, „საბურთალოსა“ და „ცხინვალში“ უთამაშია. მასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ…

– პირველ რიგში მოგვიყევი შენი საფეხბურთო ისტორიის შესახებ. რატომ გადაწყვიტე ფეხბურთელობა და იყო თუ არა თქვენი გადაწყვეტილება „იუვენტუსის“ რომელიმე ფეხბურთელთან კავშირში?

– ფეხბურთელობა გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ყველას ფეხბურთი უყვარდა განსაკუთრებით მამაჩემს. ის იუვეს დიდი გულშემატკივარია დღემდე და მახსოვს იუვეს ყველა თამაშს მაყურებინებდა… შემდეგ რა თქმა უნდა, დელ პიეროს თამაში იმდენად მომეწონა, რომ დიდი გავლენა იქონია ჩემ ხედვებზე და მინდოდა მისნაირად მეთამაშა… შესაბამისად, დავიწყე მეც ფეხბურთის თამაში და იქიდან მოყოლებული ყოველთვის იტალიელებს და განსაკუთრებით რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომლებსაც დიდი ყურადღებუთ ვუყურებდი, რომ რაღაცეები მეც მესწავლა. 27 წლის ვარ და რაც ჩემი თავი მახსოვს იუვენტუსი და დელ პიერო იყო ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და მისაბაძი!

– საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

– ესე გამოკვეთილად ალბათ, ლიპის იუვეს პირველ ადგილზე დავაყენებდი. შემდეგ ალეგრის იუვე და მესამე კაპელოს იუვე! ამ სამ გუნდში ვხედავდი, რომ განსაკუთრებული ქარიზმა ქონდა… თუმცა პირლოს ხედვებიც ძალიან მომწონს ცოტა ტრანსფერებით თუ დაუდგებიან გვერდში აუცილებლად მიაღწევს დიდ შედეგს!

– თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

– რეალთან 3:1 დელე ალპიზე. დელ პიეროს ეგრედ წოდებული “პად სებია” და მუხლებზე დამდგარი იერო და სალგადო! ასევე ბარსასთან 3-0 დიბალას ბენეფისი! სერია A-ში ინტერთან და ნაპოლისთან ყველა მოგებული თამაში.

– მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ…

– ესეთი დასამახსოვრებელი მაქვს 4 მომენტი. ნედვედის ყოფნა ოლდ ტრაფორდის ფინალში. პოგბაზე არ დადებული პენალტი ლიგის ფინალში (2015 წელს) 1-1 იყო ანგარიში, დანი ალვეშმა წააქცია და დარწმუნებული ვარ, VAR-ი რომ მაშინ ყოფილიყო, პენალტს დანიშნავდნენ. ბაიერნთან 2-2 ის შემდეგ გასვლაზე 0-2 ზე მორატას გოლი, როდესაც ასევე VAR- რომ ყოფილიყო, იუვე შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. და ბოლოს არის ალეგრი, რომელიც ჩემი აზრით, ლიგის მოგებასთან ყველაზე ახლოს იყო ყოველთვის და ალეგრის გაშვება დღემდე არასწორ ნაბიჯად მიმაჩნია!

– საყვარელი ფეხბურთელი…

– ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი ორი მყავს! დელ პიერო და პირლო და დღეს მესი N1!

– როგორ ფიქრობთ, ვინ იყო „იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– ჩემთვის დელ პიერო!

– საუკეთესო მწვრთნელი…

– მარჩელო ლიპი!

– იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაც „იუვეს“ ზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს. (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში)…

– ასე კონკრეტულდ ძნელი ასახსნელია. ბევრი ზოგადად, მიზეზის დასახელება შეიძლება…

– ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურებდა…

– ბენდტნერი

– რამდენად სამართლიანად მოექცა „იუვეს“ ხელმძღვანელობა ალესანდრო დელ პიეროს?

– ჩემთვის უსამართლოდ. იმიტომ, რომ თავის ბოლო სეზონში თავისი ძალიან ცოტა სათამაშო დროის მიუხედავად, თამაშებში გოლი გაიტანა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა 3 ქულა და მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთ სეზონს იმსახურებდა, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე წლების მერე დაბრუნდა გუნდი და ძალიან წინ წაწევდა!

– თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში რონალდუ საუკეთესო შენაძენია?

– ერთ-ერთი საუკეთესო. პირველი დელ პიეროა!

– რონალდუს ფაქტორი ლიგაზე მესამე სეზონში მაინც იმუშავებს?

– მე ვფიქრობ, რონალდუს ფაქტორი ისედაც მუშაობს, თან ძალიან მაგრად. უბრალოდ წინა ორი სეზონი ალეგრის დროს ჩამოწერილი ჩემპიონებით იყო სავსე გუნდი – ხედირა-მატუიდის ვგულისხმობ. პლუს პიანიჩი. ასეთ დროს ძნელია რეალის ან ბაიერნის დონის გუნდებს გაუწიო თანაბრად კონკურენცია. და, მეორე სეზონი სარი, რომელმაც ნულიდან დასაწყები გახადა ყველაფერი. მაგრამ ამ სეზონებში რონალდუმ მაინც გააკეთა თავის გასაკეთებელი უბრალოდ მეტი დახმარება სჭირდება და დღეს ვფიქრობ, რომ არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც მონსტრებად ქცევა შეუძლიათ!

– კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი…

– ლიპის იუვენტუსის პერიოდი!

– როგორც ფეხბურთელი, რომელ 10 ფეხბურთელთან ერთად ითამაშებდი?

ბუფონი – კიელინი, კანავარო, ძამბროტა, ბარძალი – პირლო, მარკიზიო, აქ დავტოვებ ერთი კაცის ადგილს (იღიმის) – კამორანეზი, დელ პიერო, რონალდუ.

– ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

– ანდრეა პირლო. ზუსტაად ის აკლია ამ გუნდს, ჩემი აზრით.

– მიმდინარე სეზონის როგორ შეაფასებდით და რა მოლოდინი გაქვს სეზონის ბოლოს?

– ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს გუნდი და თავისი თამაშის სტილი იკვეთება ნელ-ნელა და მოლოდინი მაქვს სკუდეტოს და თასს მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ლიგის იმედიც მაქვს, მაგრამ უკმაყოფილო არ ვიქნები თუ მინიმუმ ერთ ან ორ მთავარ ფავორიტს გავაგდებთ, რეალობიდან გამომდინარე.

– რას იტყვით ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერის პირველ ეტაპზე?

– პირლოსნაირი ფიგურა მსოფლიო ფეხბურთში იშვიათია, ძალიან სპეციფიკურია და არ მჯერა იმის, რომ საქმეს გაუაზრებლად ხელი მოკიდოს. გუნდთან ერთად იხვეწება და ვფიქრობ, პირლო მინიმუმ რამდენიმე წელი უნდა შევინარჩუნოთ!

– დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავს „იუვენტუსს“…

– დელ პიერო, ბუფონი, მარკიზიო!

– და, ბოლოს… “იუვეს” ყველა დროის სიმბოლური…

– ბუფონი – კანავარო, კიელინი, ტურამი, ძამბროტა – პირლო, მარკიზიო, კამორანეზი – დელ პიერო, ნედვედი, ტრეზეგე!

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …