ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა. იტალიელ მცველს ტრავმა აქვს და Tuttosport-ის ცნობით, 20 დღე გაუცდება.
„იუვეს“ მედიკოსების მიზანია, რომ ბონუჩი სათამაშოდ 6 მარტს რომის „ლაციოსთან“ ან უარეს შემთხვევაში 9 მარტს „პორტუსთან“ საპასუხო მატჩისთვის იყოს. მანამდე მისი დაბრუნება გამორიცხულია.
ანდრეა პირლოს საბედნიეროდ ამ ეტაპზე ჯორჯო კიელინი, მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი კარგ ფორმაში არიან და ბონუჩის დანაკლისი ამ პერიოდში შესაძლოა, გუნდმა ადვილად გადაიტანოს.