მთავარი / სიახლეები / საუბარი გულშემატკივართან – ლევან საგინაშვილი

საუბარი გულშემატკივართან – ლევან საგინაშვილი

JUVENTUS.GE აგრძელებს რუბრიკას – “საუბარი გულშემატკივართან”. ჩვენი ვებგვერდი “იუვეს” ქომაგებს გაესაუბრება და კლუბისადმი მათი სიყვარულის ისტორიას, ხედვებსა და მოსაზრებებს გავეცნობით.

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლევან საღინაშვილია, რომელიც “იუვენტუსის” ქომაგია.

– როდიდან გულშემატკივრობთ „იუვენტუსს“?

– 1998 წლიდან ვგულშემატკივრობ.

– საუკეთესო ფორმაციით „იუვენტუსი“, რომელსაც მოსწრებიხართ…

– 2002/2003 წლის „იუვე“.

– თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

– 2002/2003 წლის ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში, „რეალთან“ საპასუხო მატჩი.

– მომენტი, რომლის შეცვლაც გსურთ…

– იგივე თამაშზე ნედვედის ყვითელი ბარათი, რომელმაც არ მისცა  საშუალება ფინალში ეთამაშა. ამას შევცვლიდი.

– საყვარელი ფეხბურთელი?

– ალექს დელ პიერო.

– როგორ ფიქრობთ, ვინ იყო „იუვეს“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– ალექს დელ პიერო.

– საუკეთესო მწვრთნელი?

– მარჩელო ლიპი.

– როგორ შეაფასებდით ბონუჩის საქციელს, ჯერ წასვლას, მერე კი დაბრუნებას?

– ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იყო, როგორც წასვლა, ასევე გოლის აღნიშვნა „იუვესთან“, თუმცა ის ნამდვილად ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და მის დაბრუნებას მივესალმები. მიხვდა რო შეეშალა და ბოდიშიც მოიხადა.

– ფეხბურთელი,რომელიც „იუვეს“ მაისურით თამაშს არ იმსახურებდა?

– ფელიპე მელო.

– რამდენად სამართლიანად მოექცა „იუვეს“ ხელმძღვანელობა დელ პიეროსა და ბუფონს?

– კარგი იქნებოდა ორივესთვის ისეთივე გაცილება მოეწყოთ, როგორიც მოუწყვეს მაგალითად ინიესტას ან ტოტის. ისინი ამას იმსახურებდნენ.

– როგორ შეაფასებდით კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს და არის თუ არა, ისტორიაში საუკეთესო შენაძენი?

– ძალიან დადებითად შევაფასებ მარტო „იუვესთვის“ არა, მთლიანად სერია A-სთვის არის ეს ტრანსფერი ძალიან კარგი. ამ ფეხბურთელის მიმართ სიმპათიებით არასდროს ვყოფილვარ განწყობილი, თუმცა ახლა ის იუვენტინოა და მახარებს მისი გოლები და თამაში. საუკეთესო არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის.

– რონალდუს ფაქტორი ჩემპიონთა ლიგაზე…

– რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ლიგაზე. ვფიქრობ, ეს ის ფეხბურთელია, რომელიც გვაკლდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე პრაქტიკულად.

– კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი?

– ვფიქრობ, ახლა გვაქვს საუკეთესო პერიოდი ისტორიაში.

– ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია…

– ჩემი აზრით, ალექს დელ პიერო.

– სამი ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება „იუვენტუსთან“…

– დელ პიერო, ნედვედი, ბუფფონი. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში გადავიდა, ის ჩემთვის მაინც ყოველთვის „იუვე“ იქნება.

– როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონის განვლილ პერიოდს?

– ძალიან ძლიერად დავიწყეთ. რონალდუმ ძალიან გააძლიერა ჩვენი შემტევი პოტენციალი და ვფიქრობ, მოვუმატებთ და სეზონის მეორე ნახევარშიი ფორმის პიკში ვიქნებით. მოვიგებთ ლიგას და სერია A-ს.

– რომელ გოლს გამოარჩევდით მიმდინარე სეზონში?

– რონალდუს შორეული დარტყმა და შესანიშნავი გოლი დამამახსოვრდა კარგად.

– და ბოლოს, „იუვეს“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…

– ბუფონი, კიელინი, კანავარო, ძამბროტა, ტურამი, პირლო, ნედვედი, პლატინი, კამორანეზი, დელ პიერო, რონალდუ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …