ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ თითქმის მთელი კარიერა 8 ნომრით ითამაშა. თუმცა, „ზენიტში“ გადასვლის შემდეგ 10 ნომერი აირჩია.
„პრინცი“ ამბობს, რომ ეს ალესანდრო დელ პიეროს გამო გააკეთა, რომელიც ყოველთვის მისი იდეალი იყო:
„10 ნომერი? – სხვა და სხვა მიზეზი მქონდა. პირველ რიგში ალესანდრო დელ პიეროს გამო ავიღე, რადგან ის ყოველთვის ჩემი იდეალი იყო, ბავშვობიდან. შემდეგ კი, როდესაც აქ ჩამოვედი, სეზონი დაწყებული გახლდათ და ხელმისაწვდომი ნომერებში 10 საუკეთესო იყო. რა თქმა უნდა, ჩემი სათამაშო პოზიცია 10 ნომრის არაა, თუმცა, როგორც იქნა, მეც მოვირგე 10 ნომერი.
„იუვენტუსის“ დატოვება – ეს ძალზე ინტერნსიური პერიოდი იყო, დრო ცოტა გახლდათ, მაგრამ მინდოდა ახალ გუნდში მეტი სათამაშო დრო მქონოდა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სინანულის გარეშე მივიღეთ. ცხოვრება გრძელდება. გამარჯვებების დიდი სურვილი ისევ მაქვს. წასვლამდე ბარძალისა და კიელინის ვესაუბრე და მათი რჩევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ, რადგან ეს ჩემთვის და „ზენიტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ტიტულების მოგება გვინდა. გვსურს, რომ ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ და თასი აქ, სანქტ-პეტერბურგში ჩამოვიტანოთ“, – განაცხადა მარკიზიომ.