მილანის ინტერის ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო მიიჩნევს, რომ წელს ნერაძურის შეუძლია იტალიის ჩემპიონები გახდნენ.
კამერუნელმა ფეხბურთელმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა ანტონიო კონტეს გააცოცხლოს ინტერის გამარჯვებულის მენტალიტეტი შემდეგი პასუხი გასცა.
”დიახ, დარწმუნებული ვარ ამაში. ანტონიო ყოველთვის იძლევა შედეგს – არ გაგიკვირდეთ, თუ წელს ინტერმა სერია A-ში იუვენტუსის ჰეგემონია დაამხო.
ტურინულ კლუბს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყოლია ასეთი სერიოზული მეტოქე საშინაო ჩემპიონატში.” – განაცხადა სამუელ ეტომ.
22 მატჩის შემდეგ, მაურიზიო სარის გუნდი ცხრილში პირველ ადგილს 54 ქულით იკავებს და უახლოეს მდევარს ინტერს სამი ქულით უსწრებს.