მთავარი / სიახლეები / “იუვე” ზაფხულში ორსოლინის დაბრუნებას აპირებს

“იუვე” ზაფხულში ორსოლინის დაბრუნებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ რიკარდო ორსოლინის დაბრუნებას ეშურება. „იუვემ“ 22 წლის შემტევი 2017 წელს „ასკოლიდან“ შეიძინა, მაგრამ ჯერ „ატალანტაში“, შემდეგ კი „ბოლონიაში“ გაანათხოვრა.

გასულ ზაფხულს „როსობლუმ“ ნიჭიერი შემტევი გამოისყიდა, მაგრამ „იუვეს“ მისი თავიდან შეძენის უპირატესი უფლება აქვს.

ორსოლინი ჩნებულ სეზონს ატარებს და 7 გოლი უკვე გაიტანა. დამდეგი ზაფხული შესაძლოა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. გარდა ამისა, შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს.

ორსოლინი ფედერიკო ბერნარდესკის შემცვლელად მოიაზრება, რომლის ზაფხულში წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

თანაც, რიკარდო იდეალურად ერგება მაურიციო სარის საყვარელ სათამაშო სქემას, 4-3-3-ს. შესაძლოა ტრანსფერი ფინანსურ დეტალებზე ჯერჯერობით არაფერი დაწერილა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …