არიგო საკიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მას ქომაგობს. საკის აზრით, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ „მილანის“ გულშემატკივარი ვარ, ევროპაში წელს „იუვეს“ ვქომაგობ, რადგან ყველაზე ძლიერი იტალიური გუნდია და ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა. სტრატეგია აქვთ და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. წარსულში „იუვეს“ მხოლოდ იღბალი არ ჰქონდა, ის არ არის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ამდენი ხანი მოგებული არ უნდა ჰქონდეს.
რონალდუს გაყიდვა? არა, მან გუნდისთვის და გუნდთან ერთად უნდა ითამაშოს. „იუვეს“ ჩემპიონობა მოწინააღმდეგების ფორმაში არ ყოფნის ბრალია? როდესაც იმარჯვებ, ეს ყოველთვის შენი დამსახურებაა. „ლიონთან“ მატჩს რაც შეეხება რთული იქნება, რადგან არახელსაყრელ სიტუაციაშია (პირველი მატჩი წაგებული აქვს – რედ)“, – თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.