ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„კარგად ვართ, მივაღწიეთ პრინციპულ მიზანს და სკუდეტო მოვიგეთ. გვინდა ხვალ შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ, გვინდა შედეგი აღმოვფხრათ. ეს შეგვიძლია, გუნდურად დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ. განსხვავება დეტალებშია, ხვალ ამის გაკეთება ყოველი წუთისა და წამის განმავლობაში მოგვიწევს.
ხვალ სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. შედეგი თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ყველა ჩვენგანს, ერთი სიტყვით, ერთი ჟესტითი პოზიტიური ენერგიით შეგვიძლია თამაშზე გავლენის მოხდენა. რესტარტის შემდეგ გვქონდა კარგი მატჩებიც, მაგრამ იყო თამაშები, სადაც კონცენტრირება გვჭირდა.
ჩვენ გავაანალიზეთ მეტოქე, ვუყურეთ ძველ თამაშებს, გუნდურად მთელი თამაში კარგად უნდა ჩავატაროთ. ფუნამდენტური იქნება გასახდელში ენერგია და ადრენალინი“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.