იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში „ტორინოს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 4:1 დაამარცხა.
„ბებერი სინიორას“ უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და პაულო დიბალამ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა. დიბალამ სერია A-ს ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა, რაც მას შემდეგ რაც „იუვეშია“, პირველად მოხდა.
მალევე ხუან კუადრადომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ანდრეა ბელოტიმ პენალტით სხვაობა შეამცირა.
მეორე ნახევარში „იუვემ“ უპირატესობა გაზარდა. კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა – პირველად ტურინულ კარიერაში. შეხვედრას წერტილი სტუმართა ავტოგოლით დაესვა. „იუვენტუსმა“ 75 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს.
ჯანლუიჯი ბუფონმა პაოლო მალდინის რეკორდი დაამხო და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები – 648 მატჩი. ტურინელთათვის დერბი დელა მოლეში ორი ცუდი ამბავი მაინც მოხდა. მატაის დე ლიხტმა და პაულო დიბალამ ყვითელი ბარათები მიიღეს და „მილანთან“ მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.
„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 4:1 (2:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური, პიანიჩი (მატუიდი 49), რაბიო; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 56), დიბალა (იგუაინი 80), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ტორინო“ (3-4-2-1): სირიგუ; იცო, ლიანკო, ბრემერი (კოფი ჯიჯი 84); დე სილვესტრი (ედერა 80), ლუკიჩი, მეიტე, აინა (ანსალდი 84); ვერდი (მილიკო 68), ბერენგერი; ბელოტი
მწვრთნელი: მორენო ლონგო
გოლები: 1:0 დიბალა (3), 2:0 კუადრადო (29), 2:1 ბელოტი (45, პენ), 3:1 რონალდუ (61), 4:1კოფი ჯიჯი (87)
გაფრთხილება: ბონუჩი (26), პიანიჩი (46), დე ლიხტი (45), დიბალა (70) – იცო (58), აინა (60)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 12 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ფაბიო მარესკა