მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი შესაძლოა ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ კოლუმბიელს ტურინში გადაბარგება ურჩია.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი და ხამესი „რეალში“ 2014-2017 წლებში ერთად თამაშობდნენ და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ როდრიგესის თამაშით „ბაიერნში“ კმაყოფილნი არ არიან.
მოგხსენებათ, ეს ფეხბურთელი გერმანიაში „რეალიდან“ იჯარის წესით თამაშობს და დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი მართლაც შეიცვალოს. რონალდუს ფაქტორმა კი, მის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.