კრიშტიანუ რონალდუმ „უდინეზესთან“ დუბლი შეასრულა და მიმდინარე თვეში უკვე 5 გოლი დაუგროვდა.
პორტუგალიელმა „სასუოლოს“, „ლაციოს“, „ლევერკუზენს“ და „უდინეზეს“ (დუბლი) გაუტანა და პირველად მოხდა, რომ ზედიზედ 4 თამაშში შეძლო გოლის გატანა მას შემდეგ, რაც „იუვენტუსში“ თამაშობს.
კარიერაში კი, ეს შედეგი 27-ჯერ დააფიქსირა (23-ჯერ „რეალში“, 3-ჯერ „მანჩესტერში“).
რონალდუს კარგ კონდიციაში შესვლა შესანიშნავი ინფორმაცია მაურიციო სარისთვის და მთლიანად „იუვენტუსისთვის“.