მთავარი / სიახლეები / რონალდუ მზადაა, ემრე ჯანი – საეჭვოა

რონალდუ მზადაა, ემრე ჯანი – საეჭვოა

კრიშტიანუ რონალდუ „აიაქსთან“ მატჩისთვის მზადაა. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელმა გუნდთან ერთად დღესაც ივარჯიშა და მოუთმენლად ელოდება მოახლოებულ დაპირისპირებას.

გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ განაცხადში იქნება. ახლა მხოლოდ ისაა საკითხავი ითამაშებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში. წესით ამ საკითხზე ხვალ ალეგრიმ უნდა ისაუბროს, როდესაც მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.

სამაგიეროდ, საეჭვოა ემრე ჯანის თამაში, რომელიც „მილანთან“ შეხვედრაში დაშავდა. გერმანელს მორიგი გამოკვლევა ყველაფერს გაარკვევს. თუ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, სამი ხედირა ან როდრიგო ბენტნაკური ჩაანაცვლებს.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …