ტურინის „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს იწყებს. ფეხბურთელებს დღეს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ, რის შემდგომაც ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებენ. თუმცა არა მთელი გუნდი.
ამ დროისთვის ვარჯიშისთვის მზად 11 ფეხბურთელია: ბუფონი, პინსოლიო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო, რუგანი, კუადრადო, რემზი, ბენტანკური და ბერნარდესკი. პლიუს პიანიჩი, რომელიც ჯერ თვითიზოლაციაშია.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბრუნდება. პორტუგალიელს მადეირდან ტურინში დღეს გვიან ელოდებიან, თუმცა, პორტუგალიელს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ კლუბებს გუნდურად ვარჯიშის უფლება 18 მაისიდან მიეცემათ.