„ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ სანდრო ტონალის შესახებ ისაუბრა, რომელიც „იუვენტუსის“ თვალთახედვის არეშია.
„იუვენტუსში“ თუ „ინტერში“ წავა? ეს თავად ტონალიზე იქნება დამოკიდებული, ის აირჩევს. თუმცა, იმედი მაქვს,რომ იტალიაში დარჩება და ითამაშებს. ინიესტა უნდა გახდეს“, – თქვა ჩელინომ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალისთვის „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იბრძვიან და მოსალოდნელია, ნიჭიერი ფეხბურთელი ზაფხულში ერთ-ერთ გუნდში გადავა.